საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებებთან კონსულტაციებს მართავს.
შეხვედრების მეორე დღეს ათონელის რეზიდენციაში „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მივიდნენ. პრეზიდენტი გუშინ შეხვდა გაერთიანება „ცვლილებებისთვის“ ლიდერებს. მოლაპარაკების თემა სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებული „ქართული ქარტია“ და დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხია.