აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე შეთანხმდა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელს თორნიკე რიჟვაძეს ოპოზიცია, მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს ყოფილ მდივანს არმაზ ახვლედიანს დაუპირისპირებს.
გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა ოფიციალური წარდგენა მოგვიანებით შედგება.
სხვადასხვა პოლიტიკური გუნდის წევრები საკითხზე მსჯელობისთვის ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იყვნენ შეკრებილები.
განხილვის შედეგების შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. არმაზ ახვლედიანი კონკურენტებს დებატებში იწვევს. მიმდინარე პროცესს „ქართული ოცნებიდან“ უკვე გამოეხმაურნენ