არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ოპოზიციის ბრძოლის მთავარი ეპიცენტრი წალენჯიხა ხდება.
სამეგრელოს ეს მუნიციპალიტეტი ერთადერთია, სადაც 30 ოქტომბერს “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გაიმარჯვა და მერი გახდა.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად თბილისის ჩრდილოვან კაბინეტში გაერთიანებული „ლელოს“ ლიდერი წალენჯიხაში საცხოვრებლად გადასვლას აანონსებს. თავისუფლებისთვის ბრძოლის ლოზუნგით და რაიონის ფინანსური დახმარების მოტივით მამუკა ხაზარაძე ანალოგიური ნაბიჯისკენ მოუწოდებს ბიზნესსაც და ბიზნესმენებს იქ კომპანიების ანგარიშების გადატანას სთხოვს. ამ მოწოდების შემდეგ პოლიტიკაში სწორედ ბიზნესიდან მოსულ ხაზარაძეს დღეს 2006 წელს მიღებული გადაწყვეტილებაც კი შეახსენეს. როგორც ირკვევა, წალენჯიხასთან დაკავშირებით ოპოზიციიდან საკუთარი გეგმები სხვებსაც აქვთ.