ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებისთვის ერთიან სტრატეგიაზე ვერ თანხმდება. ერთის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორეს მხრივ „ლელო“, ოპოზიციას მათთან ერთობისკენ მოუწოდებს. „ლელოში“ აცხადებენ, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილი არ არის. ინიციატივას ოპოზიციურ სპექტრში არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე, მმართველი გუნდის დამარცხება წარმოუდგენლად მიაჩნია „სტრატეგია აღმაშენებელს“.
„ქართულ ოცნებაში“ კი ფიქრობენ, რომ გაერთიანების კონფიგურაციას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ოპოზიციას წარმატების რესურსი არ გააჩნია.