„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალი გაერთიანება – „გამარჯვების პლატფორმა“ პოლიტიკურ სპექტრში ისევ შეფასებების საგანია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ფიქრობენ, რომ ამ ორი ოპოზიციური პარტიის გაერთიანების მიზეზი სინამდვილეში საარჩევნო ბარიერია, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5 %-მდე იზრდება. „ქართულ ოცნებაში“ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას კონკურენტად არ აღიქვამენ და ამბობენ, რომ რადიკალური ძალები ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას ვერ შეძლებენ.