ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ცესკო-ს ინფორმაციით 26 ოქტომბრის არჩევნებზე გადალახეს ბარიერი, ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. არგუმენტი კენჭისყრის პროცესში ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და შესაძლო გაყალბების შემთხვევებია. პარტიების წარმომადგენლები ძლიერი საქართველოს ოფისში დღეს ერთხელ უკვე შეიკრიბნენ. სამოქმედო გეგმის შესახებ კი 19:00 საათზე დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ უნდა გაკეთდეს განცხადება.