ოპოზიციაში ჯერ კიდევ არ აქვთ ზუსტი თარიღი გადაწყვეტილი, თუ როდის დაასახელებენ მაჟორიტარობის კანდიდატებს. ასევე უცნობია, ყველა საარჩევნო ოლქში ეყოლებათ თუ არა მათ საერთო წარმომადგენელი. „ევროპულ საქართველოში“ დღეს მხოლოდ ის დაადასტურეს, რომ გიგი უგულავას კანდიდატურა სამეგრელოს ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში იქნება დასახელებული, თუმცა ეს არ იქნება ზუგდიდი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი განმარტავენ, რომ ზუგდიდთან ერთად მათ საკუთარი კანდიდატი ქუთაისშიც აუცილებლად ეყოლებათ.