„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს ოპოზიციური გაერთიანების დატოვებას. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ძალა ერთობაშია“-ს დამაარსებელი და სულისჩამდგმელია და პარტიაში არ გამორიცხავენ ალიანსის გაფართოებას და თანამშრომლობის გაგრძელებას სხვა პოლიტიკურ პარტიებთან. ეს განცხადება სალომე სამადაშვილმა მას შემდეგ გააკეთა რაც „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გაერთიანებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო გასვლაზე ილაპარაკა. გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ მისი ნათქვამი არასწორად გაიგეს და გაერთიანებული ოპოზიციიდან გასვლას არავინ აპირებს.