შეიქმნება თუ არა დამატებითი დოკუმენტი იმისთვის, რომ პარლამენტში არშესვლა და მანდატებზე უარის თქმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა ხელმოწერით დაადასტურონ და რა როგორია ოპოზიციის სამოქმედო გეგმა. პოლიტიკური ლიდერები ისევ პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. მოთხოვნა უცვლელია – ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. ლიდერები პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. მათი თქმით, ეს არის პროცესი, რომელმაც ახალი არჩევნები უნდა მოიტანოს.
მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციას არანაირი რესურსი და გეგმა არ აქვს. მათივე თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას გააგრძელებს, მიუხედავად იმისა, შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში.