პოლიტიკური სპექტრი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ინიციატივას ეხმაურება. პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი საზოგადოებას „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის სთავაზობს ოპოზიციის გაერთიანებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირობით, რომ ეს პარტია არჩევაში გამარჯვების შემთხვევაში, ვერ მიიღებს ძალოვანი უწყებების პორტფელებს მინისტრთა კაბინეტში, ასევე, დაკარგავს საბიუჯეტო დაფინანსებას, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს, ადგილებს საარჩევნო კომისიებში. გაერთიანების გარეშე კი „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულებრივ დამოუკიდებლად მონაწილეობს საპარლამენტო არჩევნებში.