არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციის საბოლოო კონფიგურაციის ჩამოყალიბებამდე ცოტა დრო რჩება.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებული „ქართული ქარტიის“ შემდეგ, შეიქმნება თუ არა სხვა ოპოზიციური გაერთიანება – ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ერთიანობის მომხრეა და სტრატეგიული გეგმის აუცილებლობაზე საუბრობს. ოპოზიციის ნაწილი კი საკუთარ თავს ვერც პრეზიდენტის გაერთიანებაში და ვერც სხვა ოპოზიციურ ერთობაში ხედავს. მათ შორის არიან პარტია „გირჩი“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“. ისინი არჩევნებზე დამოუკიდებლად იყრიან კენჭს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატთა შეფასებით კი, ოპოზიციური ერთობა განწირულია წარუმატებლობისთვის.