რა კონფიგურაციით აპირებს ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას. გადაჯგუფებისა და ახალი ალიანსების შექმნის პროცესი გრძელდება. ვის რა შანსები აქვს და როგორ აფასებენ კონკრეტული პოლიტიკოსები კონკურენტების და, შესაძლოა, პარტნიორების შანსებს.
გიგი უგულავა ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გეგმებს კიდევ ერთხელ ეხმაურება. მისი თქმით, ეს მათი დამოუკიდებლად მონაწილეობა „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუქმნის პრობლემას, თუმცა, უფრო მეტად თავად მელია და გვარამია დაზარალდებიან.
„მე ვთვლი, რომ პრობლემა ექნებათ მათ უფრო მეტად, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი პარტია, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს რეგენერირების უნარი, „ნაციონალურ მოძრაობას“, საბოლოო ჯამში, აქვს ის პლუსი, რომ ადამიანები, რომლებიც დაინახავენ, რომ მათი ხმა იკარგება და არ უნდათ, რომ მათი ხმა ირიბად ჩაიჯიბოს „ქართულმა ოცნებამ“, მისცემენ ხმას დიდ პარტიებს, ასე ხდება ხოლმე ყველა არჩევნებზე“, – განაცხადა უგულავამ.
თათია მაყაშვილი დეტალებით.