ოპოზიციის გეგმები

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებას პოლიტიკური სპექტრი არაერთგვაროვნად აფასებს. ოპოზიციის ნაწილის აზრით, შიდა პრობლემებზე საჯაროდ საუბარი და ურთიერთბრალდებები ოპოზიციისთვის დამაზიანებელია. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთობაში მყოფი „სტრატეგია აღმაშენებლის“ შეფასებით კი ნიკა მელია კვლავ შიდაპარტიული არჩევნების რეჟიმშია.

მმართველი გუნდის განმარტებით, ნიკა მელიას საჯარო აღიარებაში ახალი არაფერია, რადგან მათი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალურ მმართველებს პარტია მხოლოდ ფინანსური მაქინაციებისთვის და თავდაცვისთვის სჭირდება.