ოპოზიციის გეგმები

როგორია ოპოზიციის სამოქმედო გეგმა მომავალი არჩევნებისთვის.

პოლიტიკური სპექტრი ხაბეიშვილი-ვაშაძის ერთობას სკეპტიკურად უყურებს და მათ მიერ შექმნილ „გამარჯვების პლატფორმას“ წარმატების ფორმულად არ მიიჩნევს. ოპოზიციის ნაწილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას გამორიცხავს. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიასთან წითელ ხაზებს გიორგი გახარიას გუნდი და „ლელო“ ავლებენ და დანარჩენ ოპოზიციას ალტერნატიულ გაერთიანებებში ეპატიჟებიან. „გირჩი“ და პარტია „საქართველოსთვის“ კი, 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას და 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვას დამოუკიდებლად აპირებენ. „ქართული ოცნება“ კი ხაბეიშვილი-ვაშაძის გაერთიანებას „დამარცხების პლატფორმას“ უწოდებს.