„ფარას“ დოკუმენტებში გიორგი მარგველაშვილის ხსენებას საკუთარი ვერსიით ხსნის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.
ლევან ხაბეიშვილის და გიორგი ვაშაძის ახალი გაერთიანების რიგებში შესაძლოა ყოფილი პრეზიდენტიც აღმოჩნდეს. ახლად შექმნილი გამარჯვების პლატფორმის გასაფართოებლად ხაბეიშვილი მარგველაშვილთან კონსულტაციებს ადასტურებს და ექს-პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის გარემოცვიდან თანხის აღების შესახებ გაკეთებულ დღევანდელ განცხადებებს სახელისუფლებო პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევს. როგორც ირკვევა, ხაბეიშვილ-ვაშაძის გამარჯვების პლატფორმის ცენტრში მიხეილ სააკაშვილი მოიაზრება, ანონსდება ორი პარტიის წინასაარჩევნო ერთობის გამსხვილებაც, თუმცა ფაქტია, რომ ოპოზიციის დანარჩენ ნაწილს საპარლამენტო არჩევნების წინ დამოუკიდებელი ან „ნაციონალური მოძრაობისგან“ ცალკე ოპოზიციური ალიანსების შექმნის გეგმა აქვთ.