შეძლებს თუ არა წინასაარჩევნოდ ოპოზიცია გაერთიანებას და ერთიანი სტრატეგიითა და გეგმით მოქმედებას, ამ ეტაპზე უცნობია. ოპოზიციაში შიდა დახურული კონსულტაციები მიმდინარეობს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ წინასაარჩევნოდ სხვა პარტიებთან გაერთიანებას განიხილავენ და სამომავლოდ, „სტრატეგიაა აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პრემიერობის კანდიდატად დასახელებასაც არ გამორიცხავენ. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ოპოზიციის გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს, ოპოზიციის მეორე ნაწილი კი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას გამორიცხავს. მმართველი გუნდი ოპოზიციის გაერთიანების პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს და ოპონენტებს „ქართული ოცნების“ კონკურენტებად არ აღიქვამს.