პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის დიდი ერთობის შექმნას სკეპტიკურად უყურებს. მისი თქმით, ოპოზიცია დღეს დაქსაქსული და დეგრადირებულია. მმართველი გუნდის ოპონენტების გაერთიანების საკითხი და „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა პოლიტიკურ სპექტრში დღეს კიდევ ერთხელ გახდა შეფასებების თემა. ოპოზიციის ერთი ნაწილისთვის მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა, თუმცა მომხრეა „სტრატეგია აღმაშენებელი“.