მძიმე ღამისა და სამართალდამცველების მიერ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ, რას აპირებს ოპოზიცია, როგორი იქნება სამოქმედო გეგმა. „ნაციონალური მოძრაობა“ მასშტაბურ აქციას აანონსებს, „გირჩის“ წევრის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით კი, არ არის გამორიცხული, დღის მეორე ნახევარში ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის კვლავ შედგეს კონსულტაცია, სადაც კოორდინირებულად განიხილავენ შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებს.