აპირებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები პარლამენტის დატოვებას, ამ საკითხზე მმართველი გუნდის ოპონენტების მოსაზრებები განსხვავებულია. გიორგი ვაშაძე მანდატის დატოვებას არ გამორიცხავს. ოპოზიციის ნაწილი კი ამის საჭიროებას ვერ ხედავს. მმართველი გუნდი გიორგი ვაშაძეს აკრიტიკებს და მას დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს.