ოპოზიციის გეგმები

რა გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევაზე? – საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი სალომე ზურაბიშვილის პასუხს ელოდება. კანონის მიხედვით, დეპუტატების მიმართვაზე პასუხის გაცემის 48-საათიანი ვადა დღეს იწურება.