ოპოზიციის გეგმები

ოპოზიციის ნაწილი ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ აქციებს აანონსებს. როგორი იქნება მათი სამოქმედო გეგმა, – აღნიშნულზე კონსულტაციები მიმდინარეობს. დისკუსიაში მონაწილე პარტიები თანხმდებიან, რომ ქუჩის პროტესტი აუცილებელია, თუმცა საპარლამენტო მანდატების დატოვების საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.