რა გეგმა აქვს ოპოზიციის კოალიციურ ერთობას – მმართველი გუნდის ოპონენტები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და აქციებს აანონსებენ. გეგმის მიხედვით, პროტესტი რეგიონებიდან იწყება. დედაქალაქში კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მის ირგვლივ გაერთიანებულმა პარტიებმა მხარდამჭერებს გამოსვლისკენ ჯერ 7 ნოემბერს მოუწოდეს, მოგვიანებით კი თარიღი შეცვალეს და აქცია 6 ნოემბერს დააანონსეს. პროტესტის ნიშნად, პარტიების ლიდერებმა საკუთარი გადაწყვეტილებებიც გაახმაურეს.
რაც შეხება ოპოზიციის მეორე ნაწილს, ქუჩის გამოსვლებს ისინი არ ეთანხმებიან და მიაჩნიათ, რომ ოპოზიციამ პოლიტიკური ბერკეტები პარლამენტში უნდა გამოიყენოს. მმართველ გუნდში კი კოალიციური ერთობის აღნიშნულ სტრატეგიას აკრიტიკებენ.