ოპოზიციის გეგმები

ოპოზიციურ ერთობაში შიდა დაპირისპირების და უთანხმოების მიზეზი ხდება თბილისის მერობის კანდიდატის საკითხიც.

როგორც ჩანს, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერთა ნაწილს მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი გეგმები აქვს. გიორგი ვაშაძე კი პირდაპირ ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან შესაბამისი ინიციატივის შემთხვევაში დედაქალაქის მერობის კანდიდატად „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

ამ განცხადების გამო „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი მელიას გუნდის კრიტიკის ობიექტად იქცა.