ევროკავშირის მედიაციით გამართული ორი უშედეგო რაუნდისა და ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს კონსულტაციებისთვის პირველად შეიკრიბებიან. შეხვედრის ადგილი ამჯერად „ლეიბორისტების“ ოფისია, სადაც ხელისუფლების ოპონენტები, სავარაუდოდ, სამომავლო ქმედებებზე იმსჯელებენ.
ამ დროის ინფორმაციით, ოპოზიციის გეგმები აქციების გამართვასთან დაკავშირებით, არ შეცვლილა. პოლიტიკოსები მოსახლეობასთან შეხვედრებსაც აპირებენ. ამასთან, კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნების გარეშე, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ოპოზიციის თანხმობა არ ექნება.