ხვალიდან პარლამენტი მუშაობას ოფიციალურად განაახლებს.
საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დეპუტატებმა რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. მათ შორის არის გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა. საგაზაფხულო სესიაზე კანონმდებლები პრეზიდენტის, პრემიერის, სახალხო დამცველის, აუდიტის სამსახურის, ეროვნული ბანკის, ჯანდაცვის მინისტრის და გენერალური პროკურატურის წლიურ ანგარიშებსაც განიხილავენ. ოპოზიცია კი კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია და სესიის დაწყების პარალელურად პარლამენტთან აქციას გეგმავს. ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან შეიკრიბებიან და შენობის პიკეტირებას შეეცდებიან. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა კვლავ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „ქართული ოცნებაში“ განმარტავენ, რომ მათი ყველა ნაბიჯი და გადაწყვეტილება კანონის სრული დაცვით იქნება მიღებული.