ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებასა და მის შესაძლო დაპატიმრებას, ოპოზიციაში პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. აღკვეთის ღონისძიების დამძიმების შემთხვევაში, ხელისუფლების ოპონენტები საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ პატარა ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშ არიან და ამ პარტიის დესტრუქციულ გეგმებს იზიარებენ.