ოპოზიცია მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდისთვის მზად არის. ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“ ისაუბრა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, მისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი ის ცვლილებები, რომელთა გატარებაზც „ქართულმა ოცნებამ“ თანხმობა განაცხადა.
რაც შეეხება „გირჩის“ პოზიციას – „გირჩი“ პარლამენტში შევა, თუ იქ ოპოზიციის სხვა წევრებიც იქნებიან. გადაცემის სტუმარი იყო ასევე გიორგი ვოლსკი, რომელმაც განაცხადა, რომ დაკონკრეტება არ სურს, ვინ შეიძლება იყოს შემდეგი, ვინც პარლამენტში შევა.
დღის თემა