ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ 2023 წელს მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება იქნება. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, პარტია ოპოზიციის ერთიანი სტრატეგიით იმოქმედებს. მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილის სამოქმედო გეგმაში აქციების გამართვაც შედის.