ოპოზიციის გეგმები

ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციიდან მეორე დღეს არჩევნებში დამარცხებული პრეზიდენტობის კანდიდატი მის გარშემო გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად აქციების დაწყებას აანონსებს.

სამოქმედო სტრატეგია პერმანენტული საპროტესტო გამოსვლების მოწყობას გულისხმობს.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლის და შემდეგი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების მოთხოვნა დღის წესრიგიდან არ იხსნება.

მმართველი გუნდი ოპონენტების გეგმებს მიღმა კვლავ დესტაბილიზაციის და მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარების სურვილს ხედავს, მით უმეტეს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გუშინდელი განცხადების ფონზე, რომლის გამო გრიგოლ ვაშაძეს დღეს განმარტებების გაკეთება სთხოვეს, თუმცა მედიის ნაწილმა ბევრ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო.