ოპოზიციის გეგმები

რა ფორმით გაგრძელდება ოპოზიციის პროტესტი პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში, ხვალ გაირკვევა.

პარტიების ლიდერების ნაწილი დღეს „ლელოს“ ოფისში შეიკრიბა, სადაც მათი განცხადებით, რამდენიმე ვარიანტზე იმსჯელეს. მათი თქმით, გარკვეული იდეები გაჩნდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ხვალინდელ გაფართოებულ შეხვედრაზე უნდა მიიღონ. უკვე ცნობილია, რომ ცვლილებები შევა იმ გეგმაში, რომელიც პარლამენტის გახსნის დღეს საპროტესტო აქციის გამართვას უკავშირდებოდა. ოპოზიციის ლიდერების თქმით, პარლამენტთან მასშტაბური აქცია აღარ გაიმართება, თუმცა პროტესტი სხვა ფორმით გამოიხატება.