საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა, პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის არ მიცემა და საპროტესტო აქციები ის სამი კომპონენტია, რაზეც ოპოზიციის წევრების განცხადებით მათი სამომავლო გეგმები იქნება ორიენტირებული.
მორიგი კონსულტაციის შემდეგ კონკრეტული გეგმების შესახებ პოლიტიკოსებს განცხადებები არ გაუკეთებიათ. პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებმა რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ აქციები გაგრძელდება, თუმცა როდის და რა ფორმით არ დაუკონკრეტებიათ. ოპოზიციის გუშინდელ შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიცის ერთიანობა და აქციები მათ დაფინანსებაზეა დამოკიდებული.