ოპოზიციის გეგმა და უცხოელი აქტორების მისია

ოპოზიცია და ევროპელი კანონმდებლები ერთ პოლიტიკურ სცენაზე – ექვსი თვის შემდეგ უცხოელი პარტნიორები თბილისში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდნენ.

ამჯერადაც საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა რუსთაველის გამზირზე 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამართულ შეკრებას, რომლის მონაწილეებს ევროპის რვა ქვეყნის საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებმა მიმართეს. საპარლამენტო დელეგაცია საარჩევნო დარღვევების საერთაშორისო გამოძიებაზე ოპოზიციის მოთხოვნას სრულად იზიარებს. ცალკეული გამომსვლელების მხრიდან გაისმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც. ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლის გასაძლიერებლად უცხოელ პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაცია ოპოზიციის სტრატეგიის ნაწილია. საკმაოდ მძიმეა რეაქციები ხელისუფლებისგან. ევროპელი პარლამენტარების მხრიდან აქციაზე გაჟღერებულ გზავნილებში მმართველმა გუნდმა მუქარის და შანტაჟის მცდელობები ამოიკითხა.