ოპოზიციის გეგმა და რესურსი ქუჩის აქციებზე

პოსტსაარჩევნო პოლიტიკური რეალობა 2020 წლის მსგავსია.

საპროტესტო რეჟიმში გადასული ოპოზიცია საკუთარ სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას პრეზიდენტთან აქტიური კოორდინაციით სახავს. დარღვევებზე საერთაშორისო გამოძიება და საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით ხელახალი არჩევნების ჩატარება ოპოზიციონერი ლიდერების მთავარი მოთხოვნაა, რის მისაღწევადაც პროცესის ქუჩაში გადატანაა დაანონსებული. ოთხი წლის წინანდელი ვითარებისგან გასხვავებით, ამჯერად ოპოზიციას სათავეში პრეზიდენტი უდგას. ბარიერგადალახული პოლიტიკური სუბიექტები ამჯერადაც პარლამენტის ბოიკოტირების და მანდატებზე უარის თქმის უკვე ნაცნობ სტრატეგიას მიმართავენ და არჩევნების მასობრივად გაყალბებაზე ბრალდებებს საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებით ამყარებენ. ოპოზიციის ერთობლივი მოქმედება მოსწონს, თუმცა არასაკმარის აქტივობებზე მიუთითებს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც გამოსავალს მხოლოდ ქუჩის უწყვეტ პროტესტში და დაუმორჩილებლობაში ხედავს.

როდის განახლდება არჩევნების მესამე დღეს დაწყებული და გაურკვეველი დროით შეჩერებული პროტესტი – სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.