ოპოზიცია პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს.
ოპოზიციური პოლიტიკური ძალები 25 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მორიგ მასშტაბურ აქციას აანონსებენ. ძალაში რჩება პიკეტირების გეგმაც. 26 ნოემბერს ხელისუფლების ოპონენტები პარლამენტის ბლოკირებას ისევ აპირებენ. მანამდე კი ანალოგიურ მეთოდს მათ დღეს რამდენიმე სახელმწიფო უწყების შენობებთან მიმართეს.
არის თუ არა პიკეტის მოწყობა კანონით დაშვებული პროტესტის ფორმა, – ამ საკითხზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში ისევ ვერ თანხმდებიან.
ხელისუფლებამ ოპონენტები დღესაც გააფრთხილა.