„ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები აშშ-ში ერთობლივი ვიზიტით მიემგზავრებიან.
ისინი აცხადებენ, რომ შეხვედრებს გამართავენ კონგრესის, სენატის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ქალი პოლიტიკოსები ამერიკელ კოლეგებთან საქართველოში არსებულ ვითარებასა და ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე ისაუბრებენ.