„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩეული შვიდი დეპუტატიდან, ექვსმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დღეს ოფიციალური განცხადებით მიმართა. პარტიული სიიდან უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მხოლოდ „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილმა წევრმა, ირაკლი ჩავლეიშვილმა მიიღო. ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ვადამდელი არჩევნებისთვის ბრძოლას უმაღლესი საბჭოს მიღმა გააგრძელებენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილება არის შეცდომა, რაზეც ყველა აგებს პასუხს.