ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთ პანელზე სიტყვით სალომე სამადაშვილი გამოვიდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეჭვქვეშ დაყენა საქართველოს ადგილი ევროინტეგრაციის გზაზე და სამთავრობო პოლიტიკა გააკრიტიკა. მან ხაზი გაუსვა მიმდინარე აქციებს.
სამადაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ოპოზიცია არ არის კონფერენციაზე წარმოდგენილი. ღონისძიების ერთ-ერთ პანელზე ტრიბუნა დაეთმო „ევროპული საქართველოს“ წევრ გიორგი კანდელაკსაც.