შედგება თუ არა დიალოგი პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ამ დრომდე გაურკვეველია. არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდების შემდეგაც, მხარეთა პირობები უცვლელია. ხელისუფლება ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი არ განიხილება. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის მთავარი მოთხოვნა კი სწორედ არჩევნების ხელახლა ჩატარება და თამარ ჟვანიას გადადგომაა. თუმცა, ძირითად საკითხებზე უთანხმოების მიუხედავად, დიალოგის აუცილებლობას ორივე მხარე უსვამს ხაზს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ამ საკითხზე კონსულტაცია საერთაშორისო პარტნიორებთანაც აქვთ.