რა პერსპექტივა ექნება ოპოზიციის მორიგ მცდელობას, საერთო იდეისა და მიზნის გარშემო გაერთიანების თაობაზე და როგორ აფასებენ პოლიტიკური პარტიები „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ იდეას ერთიანი პლატფორმის გარშემო გაერთიანების შესახებ – შეფასებები განსხვავებულია.
ოპოზიციის ნაწილი წარსული გამოცდილების გამო, იდეას სკეპტიკურად უყურებს, ნაწილი კი მართალია, მიესალმება გაერთიანებისა და კონსოლიდირებულად მოქმედების იდეას, თუმცა ამ გაერთიანებაში საკუთარ პარტიებს ნაკლებად მოიაზრებენ. სკეპტიკურია მმართველი გუნდის დამოკიდებულებაც.