ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ნაციონალური მოძრაობამ“, „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“, „ახალმა“, „ლელომ“, „დროამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“, – ხელი მოაწერა „ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას“.
„ერთიანობის დეკლარაცია“ გულისხმობს ერთიანობას როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. „ერთობის დეკლარაციაზე“ ხელის მომწერი პარტიები თანხმდებიან, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეთა ხმების დაცვას უზრუნველყოფენ, არჩევნების შემდეგ კი ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშესაწყობად მმართველ კოალიციას ჩამოაყალიბებენ და ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე შეთანხმდებიან.
რა კონფიგურაციით წარდგებიან ამომრჩევლის წინაშე „ერთობის დეკლარაციის“ ირგვლივ გაერთიანებული სუბიექტები, 8 ივლისამდე გაირკვევა. დეკლარაციას ხელი ბრიუსელში მოეწერა.