ღია რჩება ოპოზიციური ერთობის დეკლარაცია, რომელსაც ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი ბრიუსელში მოაწერა. მათ შორის არიან „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ახალი“, „ლელო“, „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“. მოგვიანებით, ერთიანობის დეკლარაციას, რომელიც გულისხმობს ერთიანობას როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ, „რესპუბლიკური პარტიაც“ შეუერთდა.
ერთიან შეთანხმებაში მონაწილეობას გამორიცხავენ „გირჩისა“ და „საქართველოსთვის“ პარტიების წევრები. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა დეკლარაციის ირგვლივ შეთანხმების პროცესის ფასილიტაციისთვის მადლობა გადაუხადა „ევროპის სახალხო პარტიასა“ და ცალკეულ ევროპარლამენტარებს, მათ შორის ანდრიუს კუბილიუსს. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, მმართველი გუნდისთვის ოპოზიციასთან მიმართებაში შეკითხვები აღარ არსებობს, რომ ოპოზიციის ნაწილის დღის წესრიგს უცხო ქვეყნის წარმომადგენლები განსაზღვრავენ.