ოპოზიციის და უცხოელი აქტორების ულტიმატუმი

ევროპის რვა ქვეყნის საპარლამენტო კომიტეტების დელეგაცია თბილისში გამაფრთხილებელი გზავნილებითაა ჩამოსული.

ევროპელი კანონმდებლები 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებენ და დარღვევებზე გამოძიების საერთაშორისო დონეზე ჩატარებას ითხოვენ. ამ მოთხოვნის იგნორირების და ბოლო თვეებში მიღებული ორი ცნობილი კანონის არ გაუქმების შემთხვევაში ევროპელი კანონმდებლები ხელისუფლებას კონკრეტული ზომების მიღებაზე, მათ შორის ინდივიდუალურ სანქციებზე და სავიზო რეჟიმის გადახედვაზე აფრთხილებენ. დელეგაციას ლიეტუველი კანონმდებელი და საქართველოს ხელისუფლებისადმი მწვავე რიტორიკით გამორჩეული ჟიგიმანტას პავილიონისი ხელმძღვანელობს, დელეგაციაშია გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეც, რომელიც ასევე მმართველი გუნდის მკაცრი კრიტიკისოა. მათ მწვავე გზავნილებს საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ დარღევად და სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევად მიიჩნევს „ქართული ოცნება“, რის გამოც მმართველმა პარტიამ დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა. სტუმრები მიიღო ოპოზიციასთან მჭიდრო კოორდინაციაში მყოფმა პრეზიდენტმა, რომელიც ქვეყანაში არსებულ ვითარებას კრიზისად აცხადებს და საერთაშორისო პარტნიორებს დახმარებას სთხოვს.