საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების მომდევნო რაუნდის თარიღი ამ დრომდე უცნობია.
მმართველი გუნდი ოპოზიციის პასუხს ელოდება შეთავაზებაზე, რომელიც მანდატების 100/50-ზე გადანაწილებას გულისხმობს და ამის შეცვლას არ აპირებს. რაც შეეხება ოპოზიციას, მათთვის „ქართული ოცნების“ შეთავაზება მიუღებელია და სავარაუდოდ მოლაპარაკებებზე ახალი წინადადებით წარსდგებიან. ისინი სამოქმედო გეგმაზე სასაუბროდ ამ წუთებში „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბებიან.
ანა ბროლაძე დეტალებით.