ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენა

რამდენიმე წუთში ცნობილი გახდება თბილისის ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობა.

არჩევნებამდე 10 დღით ადრე დაკომპლექტებულ კოალიციურ მთავრობაში, სავარაუდოდ, ხუთი პარტია იქნება წარმოდგენილი – „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ევროპული საქართველო“ და „დროა“. სწორედ მათი წარმომადგენლები დაიკავებენ ჩრდილოვან კაბინეტში მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების და გამგებლების პოზიციებს. უკვე ცნობილია, რომ დედაქალაქის ვიცე-მერები „ლელოს“ და „გირჩის“ წევრები იქნებიან.