ბიუროს სხდომამდე სიტყვიერი დაპირისპირება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოხდა.
სიტუაცია სხდომაზე მას შემდეგ გამწვავდა, რაც „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა პარლამენტში თეა წულუკიანის და დავით ზალკალიანის დაბარება მოითხოვეს.
ოპოზიციას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში აგვისტოს ომზე მიმდინარე ძიების მიმართ შეკითხვები აქვს და ხელისუფლებას პასიურობაში ადანაშაულებს.
საპასუხოდ მმართველი გუნდი ოპონენტებს იმ მტკიცებულებებს ახსენებს, რომლებიც ჰააგაში სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს წარადგინეს. თუ ჰააგის საპროკურორო ოფისის წარმომადგენლის განცხადებებს დავეყრდნობით, ამ დროისთვის რეზონანსული საქმის ძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.