ოპოზიციის არჩევანი

2016 წელს ერთმანეთისგან გამიჯნული თანაგუნდელები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ისევ გააერთიანა.

„ევროპული საქართველო“ მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გასამარჯვებლად აქტიურ მზადებას იწყებს. ორ პოლიტიკურ ძალას, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ერთმანეთს საჯაროდ აკრიტიკებდნენ და ამომრჩეველს ერთმანეთს შორის ფუნდამენტურ გასხვავებაში არწმუნებდნენ, უკვე დღეს საერთო მიზანი აქვთ.

შეთავაზების მიუხედავად, გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად ერთიან საკოორდინაციო ცენტრში ჩართვას სხვა ოპოზიციური ძალები არ აპირებენ. გამონაკლისი „რესპუბლიკური პარტია“ აღმოჩნდა.