ოპოზიციამ 25 თებერვალს დაგეგმილი აქცია გააუქმა. პოლიტიკური ლიდერები ამბობენ, რომ ახლა მმართველი გუნდისგან ელოდებიან მომდევნო ნაბიჯს და მოლაპარაკების მორიგ რაუნდს.
ერთობლივი ბრიფინგის გამართვამდე კი ისინი ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და მხარეებს მოლაპარაკებისკენ არაერთხელ მოუწოდა.