ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს

პრემიერის გადადგომის შემდეგ ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას კიდევ უფრო ააქტიურებს. არჩევნებში ბარიერგადალახულ, თუმცა ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციურ ძალებს შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ერთადერთ გამოსავლად ახალი არჩევნების ჩატარება მიაჩნიათ. ამ მიზნით ისინი ხელისუფლებას ელჩების შუამავლობით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდებენ. ოპოზიციის მოთხოვნებს შორისაა გიორგი რურუას გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო კანონმდებლობის და ცესკო-ს შემადგენლობის შეცვლა. თუმცა, ვადამდელი არჩევნები მმართველი გუნდისთვის კვლავ წითელ ხაზად რჩება.