სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გამო, პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლას ითხოვს ოპოზიცია.
დეპუტატების განცხადებით, არსებულ კითხვებზე მიხეილ ჯანელიძემ პასუხი დახურულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე უნდა გასცეს. ასადის რეჟიმის გადაწყვეტილებას რუსეთის პროვოკაციას უწოდებს მმართველი გუნდი და პარლამენტში მინისტრის მისვლის აუცილებლობას ვერ ხედავს.
დეპუტატების პოზიციას ვრცლად სალომე ქოქიაშვილი გაგვაცნობს.