რა ფორმით გაგრძელდება გამოსვლები და როგორი იქნება სამოქმედო გეგმა, – ამ საკითხზე სხვადსხვა პარტიის ლიდერები შეხვედრას და მსჯელობის გამართვას დღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ისევ გეგმავენ.
გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, რომელიც კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა, ოპოზიცია ისევ გამოსვლების განახლებისთვის მზადებას იწყებს. შეგახსნებთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი ოპონენტები, დიპლომატიურ კორპუსს, შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ გუშინ შეხვდნენ. თითქმის ექვსსაათიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
პოზიციების შეცვლას არც ერთი მხარე არ აპირებს, თუმცა„ ევროპულ საქართველოში“ იმედს გამოთქვამენ, რომ შეხვედრა უმრალესობასთან ისევ გაიმართება.